როგორ ვმუშაობთ ჩვენ

01

ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

არააქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი ხართ, ჩვენი გუნდის წევრები საუბრობენ პოლონურ, უკრაინულ, რუსულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

02

დასაქმება ლეგალურად

თუ არ ხართ ევროკავშირის მოქალაქე, თქვენთვის გავაკეთებთ ბინადრობის მოწმობას ან სამუშაო ნებართვას და შენგენის ვიზას, ჩვენი ორგანიზებით. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან სწრაფად ვაგვარებთ ფორმალურ საკითხებს, რადგან ვიცით, თუ როგორ გავაკეთოთ ეს. პოლონეთში  შესაბამის  ორგანოებში, სადაც კეთდება ზემოაღნიშნული საბუთები,  თავს ვგრძნობთ ისე, როგორც საკუთარ სახლში. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს,  აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პოლონეთის საკონსულოებთან.

სასიამოვნო სიახლე - კოდ 95-ის გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებით, თქვენ ამ გამოცდის ჩაბარებას შეძლებთ, თქვენს მშობლიურ ენაზე, ვინაიდან ჩვენ ვთანამშრომლობთ ბევრ სასწავლო ცენტრთან პოლონეთში.

03

დახმარება პოლონეთში ინტეგრირების პროცესში

ჩვენგან, თქვენ მიიღებთ სრულ მხარდაჭერას ევროპაში საცხოვრებლად  გადმოსვლისთვის. ასე, რომ ნუ ინევიულებთ იმაზე, რომ ჩამოსული ხართ უცხო ქვეყანაში და შორს  იმყოფებით სამუშაოდ.

04

ჩვენ დაგეხმარებით პოლონეთში ,ოჯახით გადმოსვლაში

თუ გსურთ ევროპაში ჩამოხვიდეთ ცოლ-შვილთან ერთად, ჩვენ დაგეხმარებით თქვენი მეუღლისთვის სამუშაოს პოვნაში და ვუზრუნველყოფთ ბავშვების სკოლაში შესვლას.

05

პროფესიული სწავლება

ჩვენ, თქვენთვის დავგეგმავთ პროფესიონალური ტრეინინგის კურსებს სამუშაოს დაწყებამდე და ასევე მუშაობის პერიოდში:

  • პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (კოდ 95)
  • უსაფრთხო მართვა - ტრეინინგი უსაფრთხო მართვასა და ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის სისტემებში
  • ეკო-მართვა  - ტრეინინგი ეკო-მართვის შესახებ
  • საორგანიზაციო ტრეინინგი,  შენი მომავალი გადამზიდი კომპანიისთვის
  • ADR - ტრეინინგი,  საშიში ტვირთის გადაზიდვის შესახებ
  • მასტერ მძღოლი - ჩვენ გასწავლით, როგორ დაატრეინინგოთ სხვა CE მძღოლი
06

მოქნილი სამუშაო გრაფიკი

უშუალოდ, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, თუ რამდენ ხანს იმუშავებთ სატრანსპორტო კომპანიაში და რამდენ ხანს დაისვენებთ.

07

უსაფრთხოება

ჩვენ CE  მძღოლებს  ვთავაზობთ, ლეგალურ დასაქმებას ევროპაში. დამატებით, სამედიცინო დაზღვევას მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ჩვენ ვაზღვევთ ჩვენი მძროლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

08

საუკეთესო გადამზიდი კომპანიის შერჩევა

ჩვენ, საკმაოდ კარგად ვიცნობთ ევროპაში მომუშავე სატრანსპორტო კომპანიების პრინციპებს და მათ სამუშაო სტილს. ჩვენი CE მძღოლები დასაქმებულები არიან მხოლოდ საუკეთესო სატრანსპორტო კომპანიებში, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგულაციების მკაცრად დაცვას, გთავაზობენ თანამედროვე სატვირთო მანქანებს და იყენებენ პროფესიული ეთიკისა და ტოლერანტობის პრინციპებს სამსახურში.

საუკეთესო სამუშაო პირობები

01

თანამედროვედ მოძრავი შემადგენლობა

ჩვენი CE მძროლები მუშაობენ მხოლოდ ისეთ სატრანსპორტო კომპანიებში, რომლებსაც აქვთ თანამედროვე სატვირთო მანქანები, არაუმეტეს 4 წლისა. თითოეული სატვირთო მანქანის ფართო სალონი  აღჭურვილია მაცივრით, კომფორტული საწოლით, კონდიციონერით, TIR ნავიგატორით, სხვა უსაფრთხო და კომფორტული სისტემებით, რომელიც განაპირობებს CE მძღოლებისთვის  კომფორტულ და სასიამოვნო მუშაობას.

თქვენ ხართ  CE მძღოლი და არა მექანიკოსი. საჭიროების შემთხვევავში, თქვენს მანქანას ტექნიკურ დახმარებას გაუწევს პროფესიონალი მექანიკოსი.

ჩვენი CE მძღოლები მართავენ მხოლოდ მაღალი რეპუტაციის მქონე მანქანებს, როგორიცაა: Scania, Volvo, Mercedes, DAF.

02

კომფორტული სოციალური პირობები

ჩვენი CE მძღოლები ისვენებენ მხოლოდ სასტუმროებში, სატრანსპორტო კომპანიის ხარჯზე. ევროპაში, ყველა სასტუმრო აღჭურვილია კონდიციონერით, ტელევიზორით და უკაბელო ინტერნეტით. თუ სატრანსპორტო კომპანიის ბაზაზე განთავსებულ სასტუმროში ისვენებთ, თქვენ შეძლებთ იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე და ფიზიკურ აღნაგობაზე. ბაზაზე განთავსებული სასტუმრო, დამატებით გთავაზობთ შემდეგ სერვისებს: სასადილო და სამზარეულო ოთახებით სარგებლობა, სამრეცხაო სერვისს თქვენი ტანსაცმლის გასარეცხად და მანქანებს, შემოგარენი ტერიტორიის გასაცნობად.

03

დისპეჩერის მზრუნველობა

ჩვენი CE მძღოლების ზარებს 24/7 პასუხობენ სპედიტორები  - მძღოლისთვის გასაგებ ენაზე. თქვენ შეგიძლიათ ყველა საკითხი შეატყობინოთ სპედიტორს, რომელიც ეხება თქვენს ჯანმრთელობას, მანქანის ტექნიკურ მდგომარეობას  თუ გადაზიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს.

04

მაღალი ხელფასი

ჩვენს CE მძღოლებს ყველაზე მაღალ ანაზღაურება აქვთ მთელ ევროპაში. სამუშაო სისტემის და კონტრაქტის მიხედვით ჩვენი CE მძღოლები ყოველთვიურად გამოიმუშავებენ 2,300 ევროდან 3,800 ევრომდე საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

კონტრაქტის სახეობები

01

უმოვა ზლიცენია

ჩვენ შევქმენით ბიზნესი ჩვენი CE  მძღოლების სახელით. ამ სახით ეკონომიური საქმიანობა სრულიად ლეგალურია და მძღოლისთვის მოაქვს მაღალი ფინანსური სარგებელი. შეგიძლიათ ყოველთვიურად  გამოიმუშავოთ  3,250 ევროდან - 3,800 ევრომდე საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

02

უმოვა პრაცი

ჩვენ CE მძღოლებს შეუძლიათ დასაქმდნენ შრომითი ხელშეკრულების კონტრაქტის საფუძველზე. შეგიძლიათ გამოიმუშავოთ  2,300ევროდან  - 3,000 ევრომდე, საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

ცნობები

01

მძღოლების მოსაზრებები

თუ იმედგაცრუებული ხართ წინა სამსახურით, სადაც შესაძლოა არასწორად მოგექცნენ და არ შეასრულენ დანაპირები, გაქვთ უნდობლობა ახალი სამსახურებიდან შემოთავაზებების მიმართ, ჩვენ დაგაკავშირებთ ჩვენს კმაყოფილ მძღოლებს, რომლებიც დაგიდასტურებენ შემოთავაზებული პირობების ჭეშმარიტებას და დაპირებული, მაღალი ხელფასის ანაზღაურების უტყუარობას.